არა მარტო დრიბლინგით, საქციელითაც გამოირჩევა - „ნაპოლის“ ექსფორვარდის აზრით, სპალეტი კვარაცხელიას შეგნებულად ძაბავს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა napolipiu-ის ჟურნალისტმა დომენიკო ვასტანტემ „რეინჯერსი“ – „ნაპოლის“ თამაშის დროს მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდზე დაწერა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ რთული მომენტის შემდეგ თანაგუნდელი, პიოტრ ზელინსკი გაამხნევა და ყურადღება მისი ადამიანურ ჟესტზე გაამახვილა.
„კვარაცხელია, როგორი გული აქვს! ამაღელვებელი ჟესტი ზელინსკის გასამხნევებლად
გარდა ლამაზი თამაშისა, ხვიჩა კვარაცხელია „რეინჯერსი“ – „ნაპოლის“ მატჩის დროს ლამაზი ჟესტის გმირი გახდა. მალევე, როცა ალან მაკგრეგორმა პიოტრ ზელინსკის ორივე პენალტი აუღო, კამერებმა დააფიქსირეს კვარას ლამაზი ჟესტი. ქართველმა ვარსკვლავმა დაინახა, რომ პიტერ ზელინსკი მის გვერდით დათრგუნული იყო, ჩაეხუტა და გაამხნევა.
„მშვენიერი სცენა, რომელიც მაშინვე გაფიქრებს: კვარაცხელია უკვე დიდი მოთამაშეა და მიუხედავად მცირე ასაკისა (21), პიროვნული თვისებები გააჩნია. არა მარტო მოედანზე გამოირჩევა (უშიშარი დრიბლინგით), ასევე საქციელებითაც, რაც მის ადამიანურ ღირებულებას აჩვენებს. მსგავსი მაგალითები ხელს უწყობს გუნდის გაერთიანებას, ინდივიდუალიზმი განზე რჩება და ერთადერთ პრიორიტეტად გუნდურობას აქცევს“, – წერს დომენიკო ვასტანტე.
„ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელი – „სპალეტიმ კვარაცხელია ამიტომ გააკრიტიკა“
„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ბეპე სავოლდიმ კი რადიო Punto Nuovo-ს სპორტული შოუში თავისი ვერსია დააფიქსირა, გლაზგოში მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველ თავდამსხმელს რატომ უსაყვედურა.
„კვარაცხელია მოულოდნელად გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა და ახლა ყველა ითხოვს, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს. სპალეტიმ მას უსაყვედურა, რომ დაძაბული ჰყავდეს. ასეთი კომენტარები იმიტომ კეთდება, რომ ქართველი უკვე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კვარაცხელია ხანდახან კავანისავით დარბის და დარტყმითაც ურუგვაელს მაგონებს“, – განაცხადა „ნაპოლის“ ექსფორვარდმა.