ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ახალი ნომრის გამოსვლა დააანონსა. მის გარეკანზე გამოსახულია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი.
„მე არ შევმცდარვარ“, – ჟურნალის პირველ გვერდზე მესის სიტყვებია გამოტანილი. ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ არგენტინელის სიტყვები ეხება მის გადასვლას „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“.
France Football-ის ახალი ნომერი, რომელშიც „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელის ინტერვიუა დაბეჭდილი, გაყიდვაში 9 ოქტომბერს გამოვა.