აქუბარდიამ და თუთაშვილმა თბილისის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT
აქუბარდიამ და თუთაშვილმა თბილისის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს #1TVSPORT

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

 

66 კგ. კაცები

ტურნირზე პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა და იპოლიტე აქუბარდიამ (ორივე 66კგ).

თუთაშვილმა დამატებით დროში კვიპროსელ გეორგიოს ბალარჯიშვილს სძლია, აქუბარდიამ კი იპონით ყირგიზი კუბანიჩბეკ ნურგაზი უულუსი დაამარცხა.

ორივე ქართველი 1/16 ფინალში იჭიდავებს.

 

60 კგ. კაცები

წარუმატებლად დაიწყო ასპარეზობა საბა გრიგალაშვილმა. მან შეხვედრა უზბეკეთის წარმომადგენელთან, დოსტონ რუზიევთან დათმო. ამავე წონაში იჭიდავებენ თემრ ნოზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი სარდალაშვილი.

 

57 კგ. ქალები

გრანდ სლემზე პირველი შეხვედრა ჩაატარა 57კგ-ში მოასპარეზე ნინო წიკლაურმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლელე ნაირნესთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი კიდევ 13 ძოიდოისტი ეტაპოვრივად დაიწყებს ასპარეზობას.

გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

2022

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 14 მედალი მოიპოვეს. ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი იყო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მოიპოვეს.