„აქტობეს“ მცველი - მსაჯობაზე „ტორპედოს“ მწვრთნელის განცხადება უსაფუძვლოა #1TVSPORT
„აქტობეს“ თავდამსხმელმა მაქსიმ სამოროდოვმა და მცველმა დმიტრი იაშინმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ საშინაო მატჩის წაგებაზე (1:2) კომენტარი გააკეთეს.
მაქსიმ სამოროდოვი: „ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ჩვენი გულშემატკივრები ჩვენგან, როგორც ყოველთვის, გამარჯვებას ელოდნენ. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, თითქოს, ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი გაგვიტანეს. ამ წაგებით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთავარია, რომ მესამე ეტაპზე გავედით“.
დმიტრი იაშინი: „კარგი თამაში იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს კი რამდენიმე შანსი ჰქონდა და გამოიყენა. ერთი გოლი ჩვენ ფეხბურთელს მოხვდა გავიდა და შემდეგ მეორეც გავუშვით. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან გვინდოდა, მოგვეგო და გულშემატკივარი გაგვეხარებინა.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მსაჯმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამაც თამაშის შედეგზე იმოქმედა. დაასახელა ეპიზოდი, როდესაც, მისი აზრით, მილოშ რაიკოვიჩმა ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. მაგრამ ეს განცხადება უსაფუძვლოა“.
შეგახსენებთ, რომ „აქტობე“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა საერთო ანგარიშით 5:3 მოიგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.