„აქსიოსი“ – სატელეფონო საუბრისას ტრამპმა არაერთხელ სთხოვა ზელენსკის, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა შეეწყვიტა

00:45, 21.09.2026

ტრამპმა არაერთხელ სთხოვა ზელენსკის, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა შეეწყვიტა, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რითაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„სატელეფონო საუბრის დროს სიტყვა „დიზელი“ არაერთხელ გაჟღერდა“, – განაცხადა წყარომ.

ამასთან, მედიის თქმით,  ზელენსკიმ საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „გადადგას ნამდვილად სერიოზული ნაბიჯები“ რუსეთთან დეესკალაციის შეთანხმების მისაღწევად.

ზელენსკის მთავარმა მომლაპარაკებელმა და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა გამოცემას განუცხადა, რომ ბოლო დღეებში თეთრი სახლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა შეხვედრის ორგანიზებაზე.

მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რა დროსაც ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ზელენსკის თქმით, ის ტრამპს ნიუ იორკში შეხვდება. ზელენსკიმ ასევე  აღნიშნა, რომ მან მადლობა გადაუხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევში ვიზიტისთვის. მისივე თქმით, მშვიდობის გზა უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

მსგავსი