„დორტმუნდის“ საყრდენ ნახევარმცველ აქსელ ვიტცელს არ მიაჩნია ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგაზე უფრო სუსტ ტურნირად.
„არ მგონია, რომ ინგლისის პრემიერლიგა საერთო ჯამში სჯობდეს ბუნდესლიგას. საქმე მედიის მხრიდან პიარში მდგომარეობს. გაცილებით მეტი ადამიანი უყურებს პრემიერლიგას ტელევიზიით, რადგან ის პრაქტიკულად ყველგან ხელმისაწვდომია.
ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ საერთაშორისო მედია უფრო მეტად ინგლისთან არის დაკავშირებული, ვიდრე გერმანიასთან, იტალიასთან ან საფრანგეთთან. მაგრამ ფეხბურთის ხარისხის მხრივ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ“, – მოჰყავს ვიტცელის სიტყვები „სპორტბაზერს“ (Sportbuzzer).
„დორტმუნდის“ ფეხბურთელი ბელგიელი სპორტსმენი 2018 წლის ზაფხულში გახდა. დორტმუნდელები პირველ ადგილზე არიან ბუნდესლიგის ცხრილში და ხუთი ქულით უსწრებენ „ბაიერნს“.
ნახევარმცველმა ეს სიტყვები ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ წარმოთქვა. აღნიშნული შეხვედრა ლონდონურმა კლუბმა ანგარიშით 3:0 მოუგო „დორტმუნდს“.