ბელგიელმა აქსელ ვიტცელმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გააფორმა გააფორმა კონტრაქტი, – ამის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური წერს.
აღნიშნავენ, რომ მხარეები ერთწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ბელგიელი მადრიდელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ვიტცელი 2018 წლიდან „დორტმუნდში“ თამაშობდა, ამ გუნდში 105 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.