აქციას „სიკეთე გადამდებია“ ბათუმის „დინამო“ შეუერთდა - აქტივობა პერმანენტულ სახეს მიიღებს
აქციას „სიკეთე გადამდებია“ ბათუმის „დინამო“ შეუერთდა - აქტივობა პერმანენტულ სახეს მიიღებს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის „დინამო” შეუერთდა აქციას „სიკეთე გადამდებია” – ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი იუწყება.

„დღეს, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვენი კლუბის და კერძო კომპანიის ერთობლივი ინიციატივით 20-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო ნობათი გადაეცათ. აღნიშნული აქტივობა პერმანენტულ სახეს მიიღებს და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“- წერია გუნდის ფეისბუქ გვერდზე.

ბათუმის „დინამო“ პირველი ქართული გუნდი არაა, რომელიც აქციაში („სიკეთე გადამდებია“) ჩაერთო. თანამოქალაქეებს „სამტრედიას“, ქობულეთის „შუქურას” და ფოთის „კოლხეთის” წარმომადგენლებიც დაეხმარნენ.