აქციას „ღამე მუზეუმში“ ოლიმპიური მუზეუმიც უერთდება
აქციას „ღამე მუზეუმში“ ოლიმპიური მუზეუმიც უერთდება

18 მაისს, მუზეუმების სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიური კამპანია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება. აქციის ფარგლებში, საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება და დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება.

კამპანიაში მონაწილეობას ოლიმპიური მუზეუმიც მიიღებს, რომელიც 18 მაისს სტუმრებს 17:00-დან 22:00 საათამდე უმასპინძლებს. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონებსა და პრიზიორებთან ერთად გაეცნონ ქართული სპორტისა და ქართველი ოლიმპიელების მიღწევებს, ასევე დიდ ეკრანზე იხილონ თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია.

ოლიმპიური მუზეუმი თბილისში, მაჩაბლის ქ. №11-ში მდებარეობს.