„აპოლონის“ მწვრთნელი - ინჯგიას გოლით და თამაშით ბედნიერი ვარ [ვიდეო] #1TVSPORT
„აპოლონის“ მწვრთნელი - ინჯგიას გოლით და თამაშით ბედნიერი ვარ [ვიდეო] #1TVSPORT

ლიმასოლის „აპოლონის“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდერ ცორნიგერმა კომენტარი გააკეთა რეზი ინჯგიაზე, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში აელ-ს ბოლო წუთზე გაუტანა და გათამაშების ლიდერს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ინჯგიას გოლით და მისი თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. მქონდა იმედი და მოლოდინიც, რომ სათადარიგოების სკამიდან შემოსული ფეხბურთელები თამაშს გაამწვავებდნენ და რომელიმე მათგანი გოლს გაიტანდა. ეს ინჯგიამ გააკეთა. ძალიან მახარებს, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეები თამაშის ბედს წყვეტენ“, – განაცხადა ალეკსანდერ ცორნიგერმა.

ლიმასოლის „აპოლონის“ გერმანელი მთავარი მწვრთნელის თქმით, მოედანზე შესვლის შემდეგ ინჯგიას პოზიცია შეუცვალა.

„ვფიქრობ, საბოლოოდ შედეგი ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს თამაში ორი მოკრივის ბრძოლას გავდა, რომლებიც დიდ დარტყმას ელოდნენ. ინჯგიას გოლი სწორედ ასეთი იყო. ის მარცხნივ გადავიყვანეთ და მან გუნდს დიდი დახმარება გაუწია“.

 

გამოცემა „სპორტაიმმა“ გამარჯვებაში ქართველის როლი აღნიშნა.

ინჯგიამ „აპოლონის“ მაისურით თავისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა 2:1 გახადა აელ-თან შეხვედრაში და გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა“.

რეზი ინჯგიამაპოლონისა“ და აელ-ის შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. 90-ე წუთზე ზუსტად დაარტყა და საბოლოოდ, გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 2:1.

ინჯგიას, რომელიც „აპოლონში“ 2021 წელს გადავიდა, გერმანელი მწვრთნელი ალეკსანდერ ცორნიგერი ბოლო დროს ენდობა, მეტ სათამაშო დროს აძლევს და ეს ნდობა გოლით გაამართლა. ეს რეზი ინჯგიასთვის 9 მატჩში გატანილი პირველი და სადებიუტო გოლი გახლდათ. ხოლო „აპოლონმა“ 20 ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.