„აპოელმა“ ქვილითაიას სამხრეთ კორეაში გაყიდვა არ ისურვა - კვიპროსელებმა კაპიტანი მილიონ ევროზეც არ გაცვალეს #1TVSPORT
„აპოელმა“ ქვილითაიას სამხრეთ კორეაში გაყიდვა არ ისურვა - კვიპროსელებმა კაპიტანი მილიონ ევროზეც არ გაცვალეს #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელმა“ ქართველი კაპიტნის, გიორგი ქვილითაიას სამხრეთ კორეაში გაყიდვასა და შემოთავაზებულ მილიონ ევროზე უარი თქვა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს ვარიანტი ისევ გაცოცხლდეს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Goal.philenews-ი ავრცელებს.

„კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე, სერბულ „ვოევოდინასთან“ ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე „აპოელის“ ხელმძღვანელობა მზადყოფნაშია. როგორც ცნობილი გახდა, ნიქოზიას გუნდის ხელმძღვანელებმა უარყვეს კორეული კლუბის მაცდური წინადადება გიორგი ქვილითაიას ტრანსფერის შესახებ. როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება ერთ მილიონ ევროს უახლოვდებოდა, მათ ყველაზე სანდო მეგოლის დაკარგვა არ სურთ.

თუმცა, არის ნიშნები, რომ კორეელები ისევ დაბრუნდებიან და 29 წლის თავდამსხმელის გუნდს გაუმჯობესებული წინადადებით მიამართავენ. თუ მსგავსი რამ განხორციელდება, „აპოელს“ ისევ უარის თქმა გაუჭირდება. მართლაც, ჩვენს დროში ძალიან რთულია ასეთ თანხაზე თავის შეკავება.

გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც ლურჯ-ყვითელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, სხვა გუნდში გადასვლის შესაძლებლობაში უარყოფითს ვერაფერს ხედავს. თუმცა, ამავე დროს, განმარტავს, რომ იყო და რჩება „აპოელზე“ ორიენტირებული. გუნდის ადმინისტრაცია კი განიხილავს ხელშეკრულების ვადაზე ადრე განახლების შესაძლებლობას. ქართველის წასვლაზე საუბარი გუნდის მწვრთნელს არც სურს, რასაც ხელმძღვანელობა სერიოზულად უყურებს. ყველაფერი კი მალე გაირკვევა“, – წერს კვიპროსული გამოცემა.