„აპოელმა“ ქვილითაიას გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„აპოელმა“ ქვილითაიას გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ნიქოზიას „აპოელი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. კვიპროსულმა გუნდმა უცხოურ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა პაეკ-თან გამართა და გიორგი ქვილითაიას გოლით მოიგო.

 

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სავას პურსაიტიდისმა ტაიმებში ორი გუნდი ათამაშა. ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და აქტიური იყო.

შესვენების შემდეგ გიორგიმ კარის წინ თანაგუნდელს უპასა, რომელმაც მიზანს ააცილა. 72-ე წუთზე ქვილითაიამ პენალტი შეასრულა და ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთის გადაგდება სცადა, მაგრამ კიპერს ვერ აჯობა და მშვენიერი შანსი დაკარგა.

საბოლოოდ, „აპოელმა“ 1:0 მოიგო და ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს.