კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა „აპოელმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. 26-ე ტურში ნიქოზიელებმა გასვლაზე „დოქსა“ 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე „აპოელის“ ბულგარელმა ნახევარმცველმა, გიორგი კოსტადინოვმა გაიტანა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია მე-80 წუთზე დაასვენეს. „აპოელი“ კი 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორმა“ თურქეთის სუპერ ლიგაში „სივასს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის განაცხადში არ იყო.
ტრავმა მოირჩინა და „ბაზელს“ დაუბრუნდა 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა, მაგრამ შვეიცარიის სუპერლიგაში „გრასჰოპერსთან“ გასვლით შეხვედრაში სათადარიგოებში დარჩა და არ უთამაშია, „ბაზელმა“ კი შეხვედრა 2:1 წააგო.