კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართული სამეულის გუნდი (დვალი, ქვილითაია, დაუშვილი) გასვლაზე „დოქსას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
ხანგრძლივი ტრავმიანობისა და გაცდენილი დროის შემდეგ, ლაშა დვალმა ფორმა აღიდგინა და „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. გუნდის მწვრთნელმა მასთან ერთად სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ქვილითაია ათამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგოებში იყო. „დოქსას“ განაცხადში ვერ მოხვდა რეზი ინჯგია, რომელიც წელს იჯარით ლიმასოლის „აპოლონიდან“ გადავიდა, მაგრამ ჯერ ჩემპიონატში მატჩი არ ჩაუტარებია.
„ანორთოსისი“ გასვლაზე ლიდერს „პაფოსს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. სტუმართა შემადგნელობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო ლევან ხარაბაძე „პათოსის“ განაცხადში არ იყო, რადგან წინა ტურში დაშავდა.
„აპოელი“ 11 ტურის შემდეგ 24 ქულით მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან „არისს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „პაფოსს“ – 5 ქულით.