„აპოელის“ უგოლო სტარტი - ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა #1TVSPORT
ნიქოზიას „აპოელმა“ სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი ბულგარულ შეკრებაზე გოლების გარეშე დაასრულა, სამი ქართველიდან კი მხოლოდ ერთმა ითამაშა.
„აპოელმა“ ამხანაგური მატჩი ბულგარეთის ქალაქ პრავეცში გამართა, სადაც მომზადების ძირითადი ეტაპი მიმდინარეობს. ნიქოზიელების მეტოქე საბერძნეთის სუპერლიგის წარმომადგენელი ათენის „აპოლონ სმირნა“ იყო.
„აპოელში“ ზაფხულში გადასული ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელმაც ახალი კლუბის ფორმა პირველად მოირგო და მოედანზე ბოლო წუთამდე იყო.
რაც შეეხებათ თორნიკე ოქრიაშვილსა და ბუბა დაუშვილს, ისინი მოედანზე არ გასულან, რადგან კვიპროსული მედიის ცნობით, ორივე ქართველი გუნდს დაგვიანებით შეუერთდა და ჯერ სრული დატვირთვით არ ვარჯიშობენ.
საბოლოოდ, შეხვედრა „აპოელსა“ და „აპოლონ სმირნასს“ შორის 0:0 დასრულდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს, „სპორტტაიმის“ ცნობით, ოქრიაშვილი და დაუშვილი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით, სავარაუდოდ, ოთხშაბათიდან ივარჯიშებენ.