„აპოელის“ მწვრთნელმა ქართველებზე ილაპარაკა - ოქრიაშვილი პიროვნებაა, ქვილითაიასნაირს ვეძებდი, დაუშვილს ტყუილად აკრიტიკებენ #1TVSPORT
კვიპროსულ ტელეკომპანია Cablenet-ის შოუში „AR–ის გარეშე“ საუბრისას, ნოქოზიას „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, სავვას პურსაიტიდმა საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაისა და მურთაზ დაუშვილის ტრანსფერები ახსენა და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პრეტენზიებსაც უპასუხა.
ოქრიაშვილი პიროვნებაა
„თორნიკეს უნარების გარდა, ის არის პერსონაჟი და პიროვნება მოედანზე და ძალიან მოხარული ვარ, მენეჯმენტმა მისი „აპოელში“ ჩამოყვანა რომ მოახერხა“.
ასეთ თავდამსხმელს ვეძებდი
„გიორგი ქვილითაია არის ის თავდამსხმელი, რომელსაც ვეძებდი. მე ვფიქრობ, რომ გარნერთან ერთად, ის ძალიან კარგი შეტევით დუეტს შექმნის“.
დაუშვილს ტყუილად ლანძღავენ
„დაუშვილთან დაკავშირებით მედიაში ყველაფერი არასწორად დაიწერა. უკვე მრავალი წელია, რაც კვიპროსში ვცხოვრობ, „ანორთოსისში“ მითამაშია და ყველა იმას ამბობს, რაც სურს. მე ვთქვი, რადგან სხვა გუნდთან აქვს კონტრაქტი, ის არ გადმოვა-მეთქი. ჩვენ მას შემდეგ რამდენიმე საათში დავილაპარაკეთ, როდესაც „ანორთოსისთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა“.