აპოელ-ის პრესსპიკერი - დვალთან დაკავშირებით კონკრეტული შემოთავაზებები არ ყოფილა, მაგრამ ტრანსფერი თვის ბოლოს შეიძლება მაინც განხორციელდეს #1TVSPORT
ნიქოზიის აპოელ-ის პრესსპიკერმა, ნექტარიოს პეტევინოსმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის, ლაშა დვალის შეძენით არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი „ალ აინი“ ინტერესდებოდა, თუმცა კლუბს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
SPORT FM-თან ინტერვიუში პეტევინოსმა აღნიშნა, რომ დვალის მიმართ ინტერესი ევრო 2024-ის მსვლელობისას იყო.
„ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რაც დვალთან დაკავშირებით გავრცელდა. მის მიმართ არაბთა გაერთიანებული საემიროების „ალ აინი“ ინტერესს ევროპის ჩემპიონატის დროს ავლენდა, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.
თავად ლაშამ ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მთლიანად აპოელ-ზეა ორიენტირებული, თუმცა არ გამორიცხა, რომ ტრანსფერი შეიძლება თვის ბოლომდე განხორციელდეს“, – განაცხადა აპოელ-ის პრესსპიკერმა ნექტარიოს პეტევინოსმა.