აპოელ-ის მწვრთნელი - ჯერ „დილასთან“ არაფერი დასრულებულა, მიზანი გამარჯვებაა #1TVSPORT
აპეოლ-ის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდუ სა პინტომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ განმეორებით მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თავის გუნდს ფრთხილად თამაში ურჩია.
„ამ მომენტში, პირველ მატჩთან შედარებით, კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. მიზანს პირველივე ტაიმში უნდა მივაღწიოთ, რადგან „დილას“ მწვრთნელმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ ვითარების შეცვლა. ფოკუსირება მოვახდინოთ 90 წუთზე და არა – 45-ზე.
მნიშვნელოვანია, ხვალ სტადიონზე ხალხი იყოს, ჩვენთვის სავსე სტადიონის ნახვა მნიშვნელოვანია. აპეოლ-ი გამარჯვებაზე ფიქრობს, თამაშს ვიწყებთ 0:0-ით, ჩვენი ფილოსოფია კი მატჩის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
ერთადერთი, ვინც დაგვაკლდება, კრესპოა, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულია. მსურს, გუნდი საუკეთესო შემადგენლობით გავიდეს მოედანზე. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ახლა მხოლოდ გორის „დილასთან“ თამაშზე ვფიქრობ“, – აცხადებს აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი.
აპეოლ-ისა და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.