AP - კონგოში ფიფა-ს საბჭოს წევრი დააპატიმრეს
AP - კონგოში ფიფა-ს საბჭოს წევრი დააპატიმრეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საბჭოს წევრი კონსტანტ ომარი კორუფციის ბრალდებით სამშაბათს საღამოს დააპატიმრეს, – წერს სააგენტო AP-ი.

სააგენტოს ცნობით, ომარისთან ერთად, კიდევ სამი ადამიანი დააკავეს.

კონსტანტ ომარი ასევე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

შესაბამისი ბრძანება კორუფციასთან ბრძოლაში კონგოს პრეზიდენტის მრჩეველმა ლუზოლო ბამბიმ გასცა.

მედიის ცნობით, დაკავებულები უკვე დაკითხეს.

მათ ბრალად ედებათ ფულის მითვისება, რომელიც მთავრობამ კონგოს ნაკრებისა და კონგოური კლუბების დასაფინანსებლად გამოყო. ახლა, ამ საქმით ქვეყნის პროკურატურა იქნება დაკავებული.