ანზორ მექვაბიშვილი - ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება გერმანიაში ბევრ ფეხბურთელს დაეხმარება #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილი - ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება გერმანიაში ბევრ ფეხბურთელს დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ევრო 2024-ისთვის მზადებისა და მოახლოებული ტურნირის შესახებ ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რათა თავი კარგად წარმოაჩინოს.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება. ეს გამოცდილება ბევრ ფეხბურთელს დაეხმარება. ეროვნულ ნაკრებში ბევრი მოთამაშეა, ვინც ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ითამაშა.

მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი თურქეთთან მატჩისთვის 100 პროცენტით მზად იქნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.