ესპანეთის ჩემპიონატში 26-ე ტური მიმდინარეობს. ერთ-ერთმა ლიდერმა მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა “ლეგანესი“. ოთხივე გოლი მადრიდელთა რიგებში ანტუან გრიზმანმა გაიტანა – მან თითო ტაიმში ორჯერ გამოიჩინა თავი.
“ატლეტიკომ” ცხრა მატჩამდე აიყვანა თავისი წაუგებელი სერია. დიეგო სიმეონეს გუნდი ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბარსელონას”, რომელიც ამ ტურში თავის შეხვედრას ხუთშაბათს ჩაატარებს – სტუმრად შეხვდება “ლას პალმასს“.
კვირას კი 27-ე ტურის რანგში, “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” “ატლეტიკოს” მიიღებს და ეს იქნება საჩემპიონო შეხვედრა ლა ლიგაში.