ანტუან გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
„ბარსელონას“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავისი ახალი კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა და კატალონიელებს „ნაპოლის“ განადგურებაში დაეხმარა.
მიჩიგანის შტატში, ამავე სახელწოდების სტადიონზე მიმდინარე მატჩს, რომელიც 4-0 დასრულდა „ბარსელონას“ სასარგებლოდ, 60 000 მაყურებელი დაესწრო.
ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, თითო კი გრიზმანმა და უსმან დემბელემ დაამატეს.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით „ბარსელონამ“ ამერიკული ტურნე დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება.