ანტუან გრიზმანი - სულ უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს, მაგრამ სკამზე აღმოვჩნდი, დეშამის გადაწყვეტილება ვერ გავიგე #1TVSPORT
ანტუან გრიზმანი - სულ უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს, მაგრამ სკამზე აღმოვჩნდი, დეშამის გადაწყვეტილება ვერ გავიგე #1TVSPORT

ნახევარმცველმა ანტუან გრიზმანმა შეაფასა ევრო 2024-ზე საკუთარი და საფრანგეთის ნაკრების გამოსვლა.

ფრანგები ნახევარფინალიდან ჩამოშორდნენ ტურნირს, როცა ესპანეთთან 1:2 დამარცხდნენ.

„ტურნირი ცუდად დავიწყე, შემდეგ თავს სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ საბოლოოდ სათადარიგოთა სკამზე დავასრულე.

ჩვენ ისევ დავბრუნდებით.  უამრავი ტაქტიკური და პოზიციური ცვლილებების გათვალისწინებით, ვცდილობდი, მაქსიმუმი მიმეღო საკუთარი თავისგან. მიწევდა მუდმივად შეგუება“.

– მიხვდით თუ არა დეშამის გადაწყვეტილებას თქვენი სკამზე დატოვების შესახებ?

– ვერ მივხვდი, მაგრამ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. სხვებს ერთი წუთიც არ უთამაშიათ, ასე რომ, არაფერზე მაქვს საწუწუნო.

ჩვენი ნაკრები ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დაცვაში ძალიან კარგები ვიყავით, შეტევაში კი ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან, რამაც გავლენა იქონია გუნდის შედეგზე. მაგრამ არის ბევრი რამ, რაც უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა.