მადრიდის ატლეტიკოს და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს.
ფრანგული გამოცემის „ლე პარიზიენის“ (Le Parisien) ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი ზაფხულში კატალონიურ კლუბს შეუერთდება. ფრანგი შემტევი ერიკ აბიდალმა გადაიბირა და „ატლეტიკოს“ დატოვებასა და ნაკლებ ხელფასზე დაითანხმა.
ინგლისური ფიასკოს შემდეგ, „ბარსას“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ზრუნავს და ფრენკი დე იონგის შემდეგ, გრიზმანი, მატეის დე ლიხტთან ერთად, პირველი იქნება, ვინც კატალონიურ გუნდს შეუერთდება.