„ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კარიერის დასრულებას შეერთებულ შტატებში ფიქრობს, – იუწყება Los Angeles Times.
გამოცემის ინფორმაციით, გრიზმანი საკუთარ მომავალს არა ევროპაში, არამედ ამერიკის კონტინენტზე, „ემ ელ ეს“-ში ხედავს, როცა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდება.
„ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის თასი, ჩემი მიზანი და ოცნებაა, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Los Angeles Times. – წინ მსოფლიოს ჩემპიონატი მელის, რომელიც ყატარში ჩატარდება, შემდეგ „ემ ელ ესი“. არ ვიცი, რომელ გუნდში მოვხვდები, მაგრამ მე იქ თამაში მსურს. ჩემი მიზანია, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავასრულო.“
მიმდინარე სეზონში გრიზმანმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.