ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მუდმივი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მუდმივი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მუდმივი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გუტერეშის თქმით, აუცილებელია მშვიდობის მიღწევა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა უკრაინის ომში მუდმივი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროების შესახებ. ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ გვსურს სამართლიანი მშვიდობა, გენერალური ასამბლეის რეზოლუციების, გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა გუტერეშმა რიო დე ჟანეიროში, დიდი ოცეულის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.