ანტონიო რიუდიგერი „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
ანტონიო რიუდიგერი „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ჩელსის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა კარიერა, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 28 წლის გერმანელის გაფორმებით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, – იტყობინება ABC.

წყაროს ცნობით, ესპანურ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში სურს რიუდიგერის გადაბირება, როცა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. კილიან მბაპესთან ერთად რიუდიგერის გაფორმება „რეალის“ მთავარი მიზანი იქნება 2022 წლის ზაფხულში. მადრიდული კლუბი გერმანელს დავიდ ალაბას პარტნიორად ხედავს დაცვის ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და რიუდიგერს შორის არსებობს უთანხმოება ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით და ეს ართულებს მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას მოთამაშის შენარჩუნების სურვილის შესახებ.

რიუდიგერი 2017 წლიდან თამაშობს „ჩელსიში“.