„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.
იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის შედეგ გაიმართა. სეზონის ბოლო მატჩში „ნაპოლიმ“ 1:0 დაამარცხა „უდინეზე“ და იტალიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
კონტემ „ნაპოლი“ ორი წლის წინ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, გარდა ამისა, 2025 წელს იტალიის სუპერთასი მოაგებინა.