ანტონიო კონტემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა - საშიში არაფერია, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში, 45-ე წუთზე, მეტოქის მცველ პაველ დავიდოვიჩთან შეჯახების შემდეგ შეცვლა ითხოვა – „ნაპოლის“ ლიდერმა თავბრუსხვევა იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „არეა ნაპოლიმ“ გაავრცელა, საიდანც ირკვევა, რომ, თავბრუსხვევის გარდა, კვარაცხელიას კუნთიც დაეჭიმა.
„კვარაცხელიამ „ვერონასთან“ მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს“, – წერს „არეა ნაპოლი“.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენაციაზე კი კომენტარი ნეაპოლელების მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც გააკეთა.
„როგორც დაინახეთ, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, მიუხედავად ამისა, თამაში გააგრძელა. თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს შეცვლა გვთხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ახლა კი ის კარგადაა, საშიში არაფერია“.