მილანის „ინტერმა“ წინასასეზონო ტურნირზე, ლუგანოს თასზე, შვეიცარიის „ლუგანო“ დაამარცხა – 2:1. ეს იყო „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ანტონიო კონტეს პირველი მოგება.
პირველი ტაიმის შუაში ანგარიში მილანური კლუბის ახალბედამ სტეფანო სენსიმ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი მილანელთა უპირატესობა მარსელო ბროზოვიჩმა გაზარდა. „ლუგანომ“ ერთი საპასუხო ბურთი 87-ე წუთზე გაიტანა.
„ინტერმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰანდანოვიჩი (46. პადელი), დ’ამბროზიო (61. ნქუბე), დე ვრი (61, რანოკია), შკრინიარი (61. პიროლა), კანდრევა (61. ლაზარო), გალიარდინი (61. აგუმე), ბროზოვიჩი (61. ვალერო), სენსი (61. ჟოაო მარიო), პერიშიჩი (61. დალბერტი), ესპოზიტო, ლონგო (61. ვერგანი).