იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ გამოთქვა მზადყოფნა, „ბარსელონას“ ჩაუდგეს სათავეში.
როგორც ინტერნეტგამოცემა Sport.es-i იტყობინება, 54 წლის კონტემ თავისი სამსახური შესთავაზა კატალონურ კლუბს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია.
ანტონიო კონტე გასული წლის მარტიდან უმუშევარია – მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გამოაცხადა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვების შესახებ.