ანტონიო კონტე - „უემბლის“ სტადიონი ინგლისელებისთვის სტიმულიც იქნება და ფსიქოლოგიური წნეხიც #1TVSPORT
ანტონიო კონტე - „უემბლის“ სტადიონი ინგლისელებისთვის სტიმულიც იქნება და ფსიქოლოგიური წნეხიც #1TVSPORT

„სკუადრა აძურასა“ „ინტერის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხვალ, 11 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

„იტალიამ ფინალში თამაში დაიმსახურა, რადგან ყველა მეტოქეზე ძლიერი იყო, ვისაც კი შეხვდა, – ციტირებს ანტონიო კონტეს სიტყვებს La Gazzetta dello Sport. – გუნდს საკუთარი იდეისთვის და თამაშის თვითმყოფადი სტილისთვის არა უღალატია. მანჩინის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ნაკრებს ბევრი ცოდნა მისცა, მოთამაშეები კი აჩვენებენ, რომ ყველაფერი ზეპირად ისწავლეს.

საუთგეიტს ძლიერი გუნდი ჰყავს, ინგლისელთა კაპარჭში ბევრი ისარია, მაგრამ თუ წნეხში მოაქცევ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„უემბლის“ სტადიონი ინგლისელებისთვის სტიმულიც იქნება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტორიც“.

ევრო 2020-ის ფინალი იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.