ანტონიო კონტე - „ნაპოლი“ ევროთასებზე არ თამაშობს, ეს კი ფეხბურთელების შეძენას ართულებს #1TVSPORT
ანტონიო კონტე - „ნაპოლი“ ევროთასებზე არ თამაშობს, ეს კი ფეხბურთელების შეძენას ართულებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიანიშნა, რომ კლუბს გაძლიერება სჭირდება და განმარტა, თუ რატომ ერიდებიან ფეხბურთელები ნეაპოლელებთან კონტრაქტის გაფორმებას.

„ვაღიარებ, „ნაპოლი“ ფინანსურად შეზღუდულია. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვთამაშობთ ევროთასებზე, ართულებს მოთამაშეების შეძენას. ვითარება კი დამატებითი ინვესტიციების გარეშე არ გაუმჯობესდება.

რეალობა ძალიან კარგად გამოაჩინა „მოდენასთან“ იტალიის თასის შეხვედრამ, გუნდს გაძლიერება სჭირდება“, – ამბობს ანტონიო კონტე.

მიმდინარე სატნრაფერო „ფანჯრის“ მსვლელობისას „ნაპოლიმ“ ალესანდრო ბონჯორნო, რაფა მარინი, ლეონარდო სპინაცოლა და მატია პოპოვიჩი შეიძინა. ამჟამად კლუბი რომალუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობს. ასევე, ცნობილია, რომ გუნდიდან წასვლა ვიქტორ ოსიმენს სურს.