ანტონიო კონტე - „იუვენტუსთან“ საკუთარი მარცხის შემოქმედები ჩვენვე ვართ
იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა -1:2.
მილანელების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სინანული ვერ დამალა და ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ თვითკრიტიკული იყო.
ანტონიო კონტე: „სინამდვილეში, საკუთარი მარცხის შემოქმედები ჩვენვე ვართ, – ციტირებს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Football Italia. – „იუვენტუსს“ ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.
ჩვენ უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ კვლავინდებურად ვერ ვისწავლეთ მათი გამოყენება. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშისას კი ეს დამღუპველია“.
იტალიის თასის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის, ამჯერად ტურინში, 9 თებერვალს გაიმართება.