რამდენიმე იტალიური გაზეთის ინფორმაციით, ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მილანის ინტერთან გააფორმებს კონტრაქტს.
დღეისთვის ინტერს სათავეში ლუჩანო სპალეტი უდგას, მაგრამ ხელმძღვანელობა მზად არის მის გასაშვებად, თუ კონტესთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
საკონტრაქტო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კონტესა და მილანურ კლუბს შორის შეთანხმების შესახებ 30 ივნისამდე ვერ გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ კონტემ დატოვა ჩელსი 2018 წლის ზაფხულში და დღემდე სასამართლო დავა აქვს ლონდონურ კლუბთან ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო.
35 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში ინტერი მესამე ადგილზეა.