იტალიური გამოცემა ტუტოსპორტის (Tuttosport) ინფორმაციით, თითქმის დადასტურებულია, რომ მომავალი სეზონიდან მილანის ინტერს ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში.
იტალიელი სპეციალისტი მილანურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს დათანხმდა.
იმავე ტუტოსპორტის ინფორმაციით, უკვე ცნობილია პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინტერი კონტეს თხოვნით შეიძენს – ეს არის მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ.
ჩელსიში მუშაობის პერიოდში, კონტეს ძალიან უნდოდა 25 წლის ბელგიელის ევერტონიდან გადაბირება, მაგრამ სურვილი ვერ აისრულა.
ანტონიო კონტე ინტერში ლუჩანო სპალეტის შეცვლის.