ანტონიო კონტე და ლაუტარო მარტინესი ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ანტონიო კონტე და ლაუტარო მარტინესი ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერის“ მწვრთნელმა და თავდამსხმელმა ხუმრობით ისპარინგეს. ლაუტარო მარტინესი და ანტონიო კონტე ერთმანეთს მოედანზე სახელდახელოდ მოწყობილ რინგზე შეხვდნენ, კონფერენსიეს როლს კი რომელუ ლუკაკუ ასრულებდა.

კონტესა და მარტინესს შორის იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

მარტინესი კონტემ მოედანზე 35-ე წუთზე შეიყვანა, 77 წუთზე კი შეცვალა. მარტინესი განაწყენდა და მოედნიდან გამოსვლისას მთავარ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, რაც მათი შელაპარაკების მიზეზი გახდა.

ვიდეო, რომელშიც მწვრთნელი და ფეხბურთელი კრივის ხელთათმანებს ირგებენ და „რინგზე“ შედიან, ანტონიო კონტემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ატვირთა, როგორც მარტინესთან შერიგების ნიშანი.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა „ინტერის“ შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 ბურთი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Antonio Conte (@antonioconte)