„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ევროპის ლიგის მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც იტალიელებმა ლევერკუზენი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.
„კარგი თამაში იყო და ჩვენ კმაყოფილები ვართ, – ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sport Italia. – მატჩისთვის სათნადოდ მოვემზადეთ. „ლევერკუზენს“ უფლებას არ ვაძლევდით, რომ ბურთი თავისუფლად ეტარებინა და კომფორტულად ეთამაშა. ჩვენ მოედანზე კარგად გადმოვიტანეთ ის ტაქტიკა, რომელსაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით.
ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ თამაში სწყურიათ. ახლა წინ ნახევარფინალია და უნდა მოვემზადოთ. ჩვენს გვსურს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და ეს გზა ბოლომდე გავიაროთ“, – აცხადებს „ინტერის“ მწვრთნელი.