ანტონიო კასანო - ზიდანი ალეგრის ასლია, ის უფრო „პარი სენ-ჟერმენს“ მოუხდებოდა
ანტონიო კასანო - ზიდანი ალეგრის ასლია, ის უფრო „პარი სენ-ჟერმენს“ მოუხდებოდა

იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ზინედინ ზიდანს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვერ ხედავს.

„ზიდანი შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ ის ალეგრის ასლია. გარდა ამისა, მე არ ვიცი, მოისურვებს თუ არა ზიდანი „რეალის“ დატოვებას და ტურინში ჩასვლას. ჩემი აზრით, ის უფრო „პარი სენ-ჯერმენს“ მოუხდებოდა“, – მოჰყავს კასანოს სიტყვები „გოლს“ (goal.com).

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში გამოდიოდა და ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.