ანტონიო კასანო - „მილანთან“ კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, გარსია სერიოზულ შეცდომებს უშვებს #1TVSPORT
კრისტიან ვიერის არხზე (Bobo TV) იტალიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ „ნაპოლიში“ არსებულ ვითარებასა და „მილანთან“ ფრედ დასრულებული მატჩზე ისაუბრა და რუდი გარსია გააკრიტიკა.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარსია ბევრს არ მუშაობს და იმით ხელმძღვანელობს, რომ ვინმეს იმედი არ გაუცრუოს. მწვრთნელი, რომელიც ასე ფიქრობს, არ ვიცი, ნეაპოლში გაძლებს თუ არა. „მილანთან“ პოლიტანომ და კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშეს, დანარჩენები ცოტა უარესები იყვნენ. გარდა ამისა, ფრანგი მწვრთნელი სერიოზულ შეცდომებს უშვებს.
„მილანის“ წინააღმდეგაც კი ლობოტკა ბევრს მუშაობდა, მაგრამ თუ გარსია მას თამაშის სადავეებს არ დაუბრუნებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნაპოლი“ წინ წავიდეს და წარმატებას მიაღწიოს. ვიღაც იფიქრებს, რომ გიჟი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც გაუჭირდება. დღეის მდგომარეობით „ნაპოლი“ მეხუთე ადგილზეა და „ატალანტას“ ასწრებს.
„მილანთან“ მატჩში, პულიშიჩი და კალულუ რომ არ დაშავებულიყვნენ, არა მგონია, „ნაპოლის“ თამაში გადაერჩინა. გარსია წინ მხოლოდ ინტუიციის და შემთხვევითობის წყალობით მიიწევს. ძალიან ცოტას მუშაობს იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ სპალეტისგან ვიყავით მიჩვეულები“, – განაცხადა ანტონიო კასანომ.