იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ ასევე ყოფილ ფეხბურთელ კრისტიან ვიერისთან სტუდიაში სტუმრობის დროს პაულო დიბალაზე ისაუბრა. მისი თქმით, არგენტინელს ზეწოლის ქვეშ თამაში უჭირს და ის გუნდისთვის პროდუქტიული არ არის.
„ის ჩემპიონი და ვარსკვლავი არაა და მუდმივად რაღაც აკლია. დიბალას კარგი დარტყმა აქვს, როგორც ინსინიეს და დინატალეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის თამაშის დროს. როცა დიბალა რამდენიმე მწვრთნელის (ალეგრი, სარი, პირლო) ხელმძღვანელობით ვერ ხდება გუნდის საკვანძო ფეხბურთელი, ეს კითხვებს აჩენს, თან ხელფასი ათი მილიონი ევრო აქვს, ეს სასაცილოა“.
პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წელს შეუერთდა და 241 შეხვედრაში 98 გოლი გაიტანა.