გინესის პრო 14-ის მე-11 ტურში კარდიფ ბლუზი დრაგონზს ესტუმრა და ხუთქულიანი სხვაობით 17:22 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს ნაკრების ბურჯს, ანტონ ფეიქრიშვილს, თუმცა მან მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კეირონ ასირატიმ ითამაშა.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ის, თუ რა დრო დასჭირდება ქართველ ბურჯს მოედანზე დასაბრუნებლად.
ანტონ ფეიქრიშვილს “ბორჯღალოსნების” რიგებში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული.