„მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა, იანის ანტენტოკუნმპომ, „ფილადელფიასთან“ მატჩში (123:108) 32 ქულა, 18 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.
ბერძენი უილტ ჩემბერლენის (1965-66 წლების სეზონში) შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც სეზონის პირველ ოთხ მატჩში, მინიმუმ 25 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
„მილუოკი“ აღმოსავლეთი კონფერენციის იმ სამ გუნდს შორის შედის, რომელსაც ჯერ წაგება არ აქვს – „ბაქსმა“ ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო.