ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთის ლაურეატი გახდა „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო, რომელმაც სამ მატჩში საშუალოდ 25.0 ქულა, 14.2 მოხსნა და 5.7 შედეგიანი პასი დააგროვა. „მილუოკი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ მატჩი არ წაუგია.
დასავლეთში გამოარჩიეს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტივენ კარი. გასულ კვირას მისი საშუალო სტატისტიკა იყო – 33.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 6.6 შედეგიანი გადაცემა. „გოლდენ სტეიტი“ შვიდი მოგებითა და ერთი წაგებით დასავლეთი კონფერენციის ლიდერია.