ანტალიის გრანდ სლემზე თუშიშვილი და მაისურაძე ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე თუშიშვილი და მაისურაძე ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთში მიმდინარე ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი -ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვიდნენ. მათგან ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ სამნი – მაისურაძე, სანებლიძე და თუშიშვილი აგრძელებენ.

ლუკა მაისურაძემ მეოთხედფინალში ტაჯიკი უსტეპირიონი მარტივად ლამაზი გდებით დაამარცხა და ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯესპერ სმინკს შეხვდება.

 

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ნახევარფინალში გასასვლელად კუბელი გრანდა დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ფრანგ ჯოზეფ ტენეს დაუპირისპირდება.

 

ონისე სანებლიძე მეოთხედფინალში პორტუგალიელ მსოფლიო ჩემპიონთან ფონსეკასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელებს ასპარეზობას.

დღეს ანტალიის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ,რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.