ანსუ ფატიმ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს #1TVSPORT
ანსუ ფატიმ, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს #1TVSPORT

„ბარსელონას“ შემტევის ანსუ ფატის მინდორზე დაბრუნება ისევ ჭიანურდება. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, 18 წლის ფეხბურთელის აღდგენა გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს.

გასული წლის ნოემბერში, ფატიმ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ელოდნენ, რომ ის ვარჯიშებს იანვრის ბოლოს დაუბრუნდებოდა. შემდეგ ეს მოვლენა გადაიდო მარტამდე, მოგვიანებით – აპრილამდე. ახლა კი იტყობინებიან, ფატის მენისკი ისევ პრობლემატურია და ნახევარმცველს, შესაძლოა, მორიგი ოპერაცია დასჭირდეს.

თუ ეს მოხდება, ფეხბურთელი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს. ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღონ.