„ბარსელონას“ 17 წლის გარემარბმა ანსუ ფატიმ კატალონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში, კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. გაიზარდა ფატის გამოსასყიდი თანხა – 100-დან 170 მილიონ ევრომდე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოსასყიდი თანხა 400 მილიონ ევროს მიაღწევს მაშინ, როცა ფატი პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრის სტატუსით კლუბთან პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს.
ამ სეზონში ფატის ორი გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს 11 ოფიციალურ მატჩში. შეგახსენებთ, რომ წელს ფორვარდი „ბარსელონას“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.