ანსუ ფატი „მონაკოში“ გადადის #1TVSPORT
ანსუ ფატი „მონაკოში“ გადადის #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა ანსუ ფატიმ შეიძლება კლუბი შეიცვალოს. კატალონური კლუბის აღზრდილის შეძენით დაინტერესებულია „მონაკო“. ამის შესახებ წერს გაზეთი Mundo Deportivo.

ფატიმ „ბარსელონას“ დატოვება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გადაწყვიტა. გარემარბი იმედგაცრუებულია სათამაშო დროის დეფიციტით. უფრო ადრე, ფატის მიმართ დაინტერესებას იჩენდა „სოსიედადი“, ასევე საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი.

დასრულებულ სეზონში ფატიმ ყველა ტურნირზე ჯამში 298 წუთი (11 მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე) ითამაშა. ესპანელის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.