„ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი გამოტოვებს გუნდის წინასასეზონო შეკრებას, – იტყობინება გაზეთი AS.
ამჟამად, 18 წლის ესპანელი მადრიდში იმყოფება, სადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აღდგენით პროცესს გადის მარცხენა მენისკზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.
ბოლოს ფატი მოედანზე შვიდ ნოემბერს იყო. ლა ლიგას გასულ სეზონში მან შვიდი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.