ანსუ ფატი აპრილამდე ვერ დაბრუნდება #1TVSPORT
ანსუ ფატი აპრილამდე ვერ დაბრუნდება #1TVSPORT

“ბარსელონას” ფორვარდის ანსუ ფატის მოედანზე დაბრუნება ისევ გადაიდო. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც 9 ნოემბერს მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, ჯერ ისევ ვერ მოახერხა აღდგენა.

თავდაპირველად ელოდნენ, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ვარჯიშებისთვის მზად იანვრის ბოლოს იქნებოდა, მოგვიანებით, ეს თარიღი მარტისთვის გადაიწია. ახლა კი გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ ფატი აპრილამდე ვერ დაბრუნდება. ფეხბურთელის აღდგენა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს, მუხლი კი დატვირთვებს ვერ უძლებს.

აღნიშნავენ, რომ “ბარსელონა” არ ჩქარობს და არ აპირებს ფატის ჯანმრთელობით გარისკვას.